ონლაინ დახმარება
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის მფლობელს სავარაუდოდ გსმენიათ ქლაუდის შესახებ, მაშინ ალბათ გაინტერესებთ არის თუ არა ქლაუდი ჯადოსნური აიტი გადაწყვეტა თქვენი ბიზნესისთვის, რომელსაც აქამდე ეძებდით. ამასობაში კი ღრუბლოვანი სტრუქტურა სულ უფრო მეტად პოპულარ

31-10-2017

როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის მფლობელს სავარაუდოდ გსმენიათ ქლაუდის შესახებ, მაშინ ალბათ გაინტერესებთ არის თუ არა ქლაუდი ჯადოსნური აიტი გადაწყვეტა თქვენი ბიზნესისთვის, რომელსაც აქამდე ეძებდით. 

ამასობაში კი ღრუბლოვანი სტრუქტურა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, 2017 წლის მაისში მაიკროსოფტის CEO სატია ნადელამ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქლაუდ სერვისებს დაახლოებით 12 მილიონი ორგანიზაცია იყენებს. წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი იზრდება და დამეთანხმებით რომ ერთ დროს მომავლის ტექნოლოგია ქლაუდი დღეს აწმყოს ტექნოლოგიად იქცა.. თუმცა,  სანამ უშუალოდ ქლაუდის თვისებებს შევეხებოდეთ, მანამდე მკითხველებისთვის მინდა განვმარტო მისი მნიშვნელობა. 

ქლაუდი არის ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ფიზიკური სასერვერო ოთახები და Hardware აღჭურვილობა არ სჭირდება, იგი წარმოადგენს ვირტუალურ სერვერს, რომელსაც ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად შეუძლია მოცულობის რეგულირება. 

აღსანიშნავია, რომ ქლაუდის კონცეფცია ახალი არ არის, მეილები, კალენდრები და სხვა სერვისები დიდი ხანია არსებობს, მაგრამ პროდუქტი მაინც ინოვაციურად ითვლება, რადგან  ინტერნეტში არსებული ეს აპლიკაციები და სერვისები ერთ სივრცეში გაერთიანდა და უნიკალური თვისებები შეიძინა. 

ქლაუდის უპირატესობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის:

1. დაბალი ხარჯები - თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს აღარ გიწევთ ტექნოლოგიის შეძენაზე მაღალი ხარჯების გაწევა, ეს გულისხმობს ხარჯის დაზოგვას სერვერებზე, არ გჭირდებათ ადამიანური რესურსის გამოყენება სერვერის გადატვირთვისა და ინსტალაციისთვის.

2. მოქნილობა - ქლაუდის ერთ- ერთი ყველაზე მომხიბლავი თვისება გახლავთ მისი მოქნილობა, თუკი გაქვთ ინტერნეტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ წვდომა გქონდეთ სამუშაო დოკუმენტებსა და პროგრამებზე. ვფიქრობ ზუსტად ესაა ის რაც ქლაუდს ასე პოპულარულს ხდის, აკონტროლო საკუთარი ბიზნესი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

3. მასშტაბი -  ბიზნესის ზრდასთან ერთად იმატებს მისი მონაცემები, საჭირო ხდება მონაცემთა შენახვის ბაზის ზრდა, ქლაუდი გაძლევთ საშუალებას სურვილისამებრ გაზარდოთ მისი მოცულობა, გადაიხადოთ ერთგვარი ქირა თქვენი მონაცემების საიმედოდ შენახვისთვის, რომელიც ბევრად ნაკლებია ჩვეულებრივი ფიზიკური სერვერის ხარჯზე.

4. სიმარტივე - აღსანიშნავია, რომ დროთა განმავლობაში არსებულ პროგრამებს გასდით ვადა, ესაჭიროებათ ლიცენზია და მუდმივი განახლება. ქლაუდი ამ პრობლემასაც მარტივად აგვარებს იგი ავტომატურად ანახლებს საკუთარ სერვისებს და ამით დამატებითი პრობლემებიც მოხსნილია.

დაცულობა და საიმედოობა - ქლაუდს გააჩნია რისკებისადმი და საფრთხეებისადმი განსაკუთრებული გამძლეობა, ტექნიკური  ხარვეზის დროს მონაცემები ავტომატურად გადადის ალტერნატიულ ვირტუალურ სერვერზე და იქ განაგრძობს არსებობას.  

როგორც ვხედავთ, ქლაუდ სერვისები იდეალურია სწრაფად მზარდი ბიზნესებისთვის, ღრუბელი უახლესი ინოვაციაა, რომელიც ელვისებური სისწრაფით ვრცელდება. ვარაუდობენ,  რომ უახლოეს მომავალში პერსონალური კომპიუტერების ერა წარსულს ჩაბარდება და იარსებებს მხოლოდ ქლაუდი. როგორც ტექნოლოგიების უმეტესობა ღრუბელიც მუდმივად იცვლება და ვითარდება, დახვეწილი ტექნოლოგიები  კი კონკურენტუნარიანს ხდის ბიზნესს, ამიტომაც თქვენთვის მომინდია არჩევანი - როგორ ფიქრობთ არის თუ არა ჯადოსნური გადაწყვეტილება ქლაუდი თქვენი ბიზნესის წარმატებული მართვისთვის... 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი