ონლაინ დახმარება
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

Tech Gift Guide 2017 - საუკეთესო იდეები ტექნოლოგიური საჩუქრებისთვის

06-12-2017

Apple Airpods

რაოდენ დიდი ყურადღებითაც არ უნდა მოუფრთხილდეთ თქვენს ყურსასმენებს, ისინი მაინც იბურდება, ყოველ ჯერზე გიწევთ მისი გახსნა და საბოლოოდ შესაძლოა გაფუჭდეს კიდეც. ეარპოდი საუკეთესო მიგნებაა, უკაბელოა, მცირე ზომის, აქვს ჩაშენებული მიკროფონი და თავისუფლად შეგეძლებათ უპასუხოთ ზარებს ისე, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ.

Google Home Mini

Google Assistant-ის მთელი მოხერხებულობა ამ პაწია გაჯეტში ეტევა, შესაძლებელია ატაროთ ოთახიდან ოთახში და შეასრულებინოთ სხვადასხვა ბრძანებები. მას ასევე თქვენს ოჯახში მყოფი ყოველი ადამიანის ხმის ამოცნობა  და მათზე რეაგირება შეუძლია. 

Amazon Spot 

ეს არის მშვენიერი მიგნება, პატარა გაჯეტი, რომლითაც შესაძლებელია ვიდეო ზარების განხორციელება, ამინდის გაგება და სინათლის ანთებისა და ჩაქრობის რეგულირება. 

Fitbit Charge 2

ივარჯიშო ისე, რომ პარალელურად არ მოწყდე სამუშაო გარემოს, სწორედ ამისთვისაა საუკეთესო ეს tracker, იგი ითავსებს საათის ფუნქციას და ასევე ითვლის ნაბიჯების რაოდენობას, კიდევ შეუძლია პაწია ეკრანზე დაგანახოთ შემომავალი სატელეფონო ზარები და ტექსტური შეტყობინებები, ასე რომ ვარჯიშის შეწყვეტა საჭირო აღარაა.

 

Go Pro HERRO Session

ამ წყალგაუმტარ კამერას შეუძლია გადაიღოს თქვენი თავგადასავლები, როგორც წყლის ქვეშ, ასევე წყლის ზემოთაც. 1080 პიქსელიანი ვიზუალი ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას. მხოლოდ ერთი ღილაკის მარტივი კონტროლით შესაძლებელია ფოტოების და ვიდეოების გადაღების სწრაფი ცვლა.

Nintendo Switch

გეიმერების საყურადღებოდ, ნინტენდოს გაჯეტი საჭირო მიგნებაა, ძლიერი სისტემა, რომელიც პორტატულია და ადვილად შეიძლება გადაიტანო ერთი ადგილიდან მეორეში, ამასთანავე სისტემას აქვს მაღალი გარჩევადობის 6,2 დუიმიანი ეკრანი.

 

Wemo – Mini Wifi Smart Plug

როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდებით, სახლში მისვლამდე შეგიძლიათ ჩართოთ სინათლე ოთახებში Wemo-ს დახმარებით, ასევე შეგიძლიათ აპლიკაციით ან ხმოვანი ბრძანებით Wemo - ს სმარტ ფლაგით ჩართოთ ან გამორთოთ ნებისმიერი მოწყობილობა.

Peerless TrackR Pen

ხშირად კარგავთ კალამს? მაშინ Peerless TrackR Pen თქვენთვისაა, კალამს ჩაშენებული აქვს ბლუთუზის სისტემა, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია გაიგოთ კალმის ადგილმდებარეობა თუ მისგან 100 ნაბიჯზე იმყოფებით. 

 

 

 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი