ონლაინ დახმარება
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

რომელი IT პროფესიები იქნება ყველაზე პოპულარული 2020 წელს?

robotics
29-12-2017

თქვენ, როგორც აიტი სექტორში დასაქმებულს გიფიქრიათ იმაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი ცოდნა და პოზიცია კომპანიის მომავალს და ზოგადად ინდუსტრიას?

საუკეთესო შემთხვევებში წინდახედულ კომპანიებს მზად აქვთ "კორპორატიული რუკა", ანუ როგორ წარმოუდგენიათ ორგანიზაციის განვითარება სამი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ და აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, თუ როგორ მოერგება ტქნოლოგიები მომავლის ხედვებს.

რა თქმა უნდა ორგანიზაციებს კვლავ დასჭირდებათ პროგრამისტები და დეველოპერები, თუმცა საქმე მხოლოდ ამაში აღარ არის. მომავალში  საჭირო იქნება ისეთი აიტი კადრები, რომლებსაც ესმით რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის, multitasking უნარებით დაჯილდოებული თანამშრომლები, რომელთაც ნებისმიერ საკითხზე შეეძლებათ გადაწყვეტილების მიღება.

   ROBOTICS

Wanted: Tech experts to lay the groundwork for enterprise AI/ROBOTICS

ხელოვნურმა ინტელექტმა და რობოტებმა უკვე გადმოინაცვლეს სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალობაში და სულ მალე ყოველდღიურობის თანმდევი ნაწილებიც გახდებიან. ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი და რობოტები დაიკავებენ ადგილებს ისეთ დიდ სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, სამომხმარებლო ბიზნესი და სახლში მომსახურება. IT პროფესიონალებს მოუწევთ რობოტების, ხელოვნური ინტელექტის დაპროგრამებისა და ინტეგრაციის ძირითადი საფუძვლების ცოდნა.

CLOUD

Wanted: Cloud Capacity Managers

“ძალიან მალე ბევრი ორგანიზაცია დაიწყებს ოპერირებას ჰიბრიდულ გარემოში. საქმე ეხება კერძო და საჯარო ქლაუდის მიქსს. აქედან ჩნდება კითხვა, თუ როგორ განაწილდეს სიმძლავრეზე  მოთხოვნა სწორად საჯარო და კერძო ქლაუდს შორის. ეს ახალ ტექნიკასა და დისციპლინებს მოითხოვს, რომელიც IT კომპანიების დიდ რაოდენობას არ გააჩნია“ - აცხადებს Accenture Digital აღმასრულებელი დირექტორი Mike SutcliffPerl, Ruby, Ruby on rails, Python, Java, Javascript მცოდნე პროგრამისტები დარჩებიან მოთხოვნადებად, რადგან ქლაუდი საკმაოდ დამოკიდებულია აღნიშნულ დისციპლინებზე.

 API

Wanted: Programmers to tap Internal, external power of APIs

Application Program InterfacesAPI  არის სხვადასხვა განმარტებების, პროტოკოლებისა და სტანდარტების ნაკრები, რომელიც ორ დამოუკიდებელ პროგრამას შორის ურთიერთობისა და ინტეგრაციის საშუალებაა. ვებ აპლიკაციების გამოყენების სიხშირე გვიჩვენებს, რაოდენ პოპულარული ხდება დროთა განმავლობაში. განსაკუთრებით კი ისეთი ახალი ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა IoTRobotics,  Artificial intelligence და რაღა თქმა უნდა უკვე არსებული ისეთი ტრენდისთვის, როგორიცაა უკაბელო მობილური კავშირი. IT ში მოთხოვნადი იქნება ისეთი კადრები, ვისაც შეუძლია API  განვითარება და მართვა. ამ ტიპის კადრები დაჯილდოებულნი არიან განვითარების ძლიერი უნარებით, ასევე მათ უნდა ესმოდეთ Data source, Data structure, საჭიროა იცოდნენ ორგანიზაციის აპლიკაციათა პორტფოლიოები.  Sutcliff აღნიშნავს, რომ ამ პროფესიას არამხოლოდ კონკრეტულად API ცოდნა, არამედ ბევრი დეტალის ერთად შერწყმისა და გააზრებულად დანახვის უნარიც სჭირდება. 

IoT

IoT სჭირდება ისეთი სპეციალისტები, რომელთაც გააჩნიათ Hardware, Programing, Engineering, ანალიტიკური უნარები და ძირეულად ესმით უსაფრთხოების საკითხებიც.

“ორგანიზაციები აანალიზებენ, რომ უბრალოდ ნივთების დაკავშირება ერთმანეთთან და მათთვის გარკვეული ტექნოლოგიური მონაცემების შექმნა საკმარისი არაა.  მთავარია განისაზღვროს სრულად რა ღირებულება მოაქვს IoT ორგანიზაციისათვის და მომხმარებლებისთვის. კომპანიებს სჭირდებათ ადამიანები, რომელთაც IoT მომავლის დანახვა და ჩამოყალიბება შეუძლიათ.“ აღნიშნავს Stevens institute of Technology CIO David Dodd.

SECURITY

ყველა ის საოცარი შესაძლებლობა, რასაც ტექნოლოგია გვაძლევს, წარმოუდგენელი იქნებოდა უსაფრთხოების გარეშე. მაგალითად, IoT, Cloud, AI,  ამიტომაც Security სერვისს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. პროტოკოლები, წესები იცავს სისტემებსა და პირად ინფორმაციას გატეხვისგან. მომავალში უსაფრთხოების ექსპერტმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

VISIONARY LEADERSHIP

Wanted: Digital Artisans

"ციფრული ექსპერტები, რომელთაც ტვინის მარცხენა და მარჯვენა სფერო ერთნაირად განვითარებული აქვთ." ასე ახასიათებს R Ray Wang, სილიკონის ველზე დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი ადამიანებს, რომელთაც ბიზნესის მომავლის ხედვა გააჩნიათ. " ორგანიზაციაში მუშაობა ყუთში ცხოვრებას არ უნდა დაემსგავსოს, მომავალში საჭირო იქნება თანამშრომლები, რომლებსაც კომპანიისთვის სტრატეგიული ღირებულების შექმნა შეუძლიათ". 

 

 

წყარო: https://www.computerworld.com/article/2885892/future-proof-your-it-career-8-tech-areas-that-will-still-be-hot-in-2020.html#slide7

 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი