ონლაინ დახმარება (TeamViewer)
ონლაინ დახმარება (AnyDesk)
Facebook
Geo
Eng
პირადი სივრცე
სიახლეები

3 რჩევა დამწყები მენეჯერებისთვის, როგორ ვმართოთ საკუთარი გუნდი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში

managing tech team
12-04-2018

სტატიაში იხილავთ 3 ძირითად რჩევას დამწყები მენეჯერებისთვის, რაც გუნდის წარმატებას განაპირობებს.  

   ჩამოაყალიბეთ ორგანიზაციაში კარგი ურთიერთობები

 პირისპირ შეხვედრები თანამშრომლებთან - „ თითოეულ თაანმშრომელთან პირისპირ შეხვედრა უმნიშვნელოვანესია, სტანდარტის მიხედვით საშუალოდ კვირაში ერთხელ მაინც 30 წუთი უნდა დაუთმოს მენეჯერმა საკუთარ თანამშრომელს, საუბარი შეიძლება ყველაფერზე გარდა კომპანიის საქმიანობისა)))..  ამ ტიპის შეხვედრები ხელმძღვანელს ეხმარება გაიცნოს თანამშრომელი,  ჩამოაყალიბოს და განავითაროს ჯანსაღი ურთიერთობები. ასეთ შეხვედრებზე მენეჯერს ეძლევა საშუალება შესთავაზოს დახმარება თანამშრომელს პროფესიული მიზნების უკეთ განსაზღვრასა და მიღწევაში, სწორედ ასეთი მუდმივი კომუნიკაცია უზრუნველყოფს მყარი და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას თანამშრომელსა და მენეჯერს შორის. 

   აქციეთ წარმატება მთავარ მიზნად

 კარგმა მენეჯერებმა იციან, რომ მარტივი გამოსავალი ხშირ შემთხვევაში საუკეთესო   გამოსავალია. საუკეთესო ტესტი იმის მისახვედრად თუ რამდენად სწორად მიდის პროცესები   კომპანიაში, არის მენეჯერების საოფისე გარემოს დატოვება ერთი კვირით ყოველგვარი   ჩართულობის გარეშე.

 არსებულ სიტუაციაში უკვე ნათლად შეიძლება მიხვედრა როგორ ოპერირებს ესა თუ ის   ორგანიზაცია. თუ ყველა პროცესი კვლავ სწორხაზოვნად მიმდინარეობს, გამოდის მენეჯერმა   შეძლო საკუთარი მოვალეობის ზუსტად შესრულება კომპანიაში, სხვა შემთხვევაში კი საჭირო   ხდება რიგ ცვლილებებზე დაფიქრება.

     თვით მოტივაცია

 მენეჯმენტში ერთ ერთი ყველაზე ყურადსაღები საკითხია თვით მოტივაციის   საჭიროება. მენეჯერებს საკუთარ მხრებზე გადააქვთ ბევრი სტრესი და დაძაბულობა, თვით კონტროლი და თვით მოტივაცია ნიშნავს მიზნისკენ სვლას მაშინაც კი   როდესაც   ვითარება ერთი შეხედვით უიმედოა.  

APPRISS პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მმართველი Sue Freas მენეჯერებს ურჩევს თვით მოტივაციისთვის აირჩიონ ორი ადამიანი. ერთი შიდა ორგანიზაციული გარემოდან, რომელთან ერთადაც შეიძლება სამოქმედო გეგმის განსაზღვრა, იმპლემენტირება წინსვლა და ა.შ.  და მეორე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ორგანიზაციასთან, თუმცა გარე სამყაროდან იცნობს კომპანიის საქმიანობას და პირდაპირი, ჯანსაღი რჩევების მოცემა შეუძლია, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლოა მენეჯერისთვის სულაც არ ყოფილიყო რთული მოსაფიქრებელი, მაგრამ გადამღლელი ორგანიზაციული რუტინიდან გამომდინარე ვერ მიაგნო ))

მენეჯერებისთვის პროცესების ახლებურად დანახვისა და სტრესის შემცირებისთვის ასევე საუკეთესო საშუალებაა ჰობის გამოძებნა.

მებაღეობა, სხვადასხვა მოწყობილობებთან მუშაობა, პირადი პროექტებით დაკავება, და ა.შ. ხელს უწყობს გონების გამოთავისუფლებას და სასარგებლო ახალი იდეების გენერირებას.  

 

 

 

 

წყარო:   https://goo.gl/TZNZrD

 

ჩვენი პარტნიორები:
ყველა პარტნიორი