რამდენად პროდუქტიულია სამშენებლო სექტორი?

ბოლო 20 წელიწადში სამშენებლო ინდუსტრიაში პროდუქტიულობის საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, რაც ახლოსაც ვერ მიდის მონათესავე ინდუსტრიების 25%-იან ზრდასთან. პროდუქტიულობის მატების გარეშე ფერხდება ინოვაცია და ახალი თაობის პროფესიონალების რიცხვიც იკლებს, რაც სფეროსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.


როგორ იქმნება მშენებლობის ციფრული მომავალი?

IT შესაძლებლობებისა და ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოიყენებით, პარტნიორებს შეუძლიათ განვითარების ახალი, შედეგიანი გზები ჩვენთან ერთად შეიმუშაონ. მაგალითად, ციფრული მშენებლობა, რომელიც გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მშენებლობის პროცესის ეფექტურ, ხარისხიან და მომგებიან მართვას. AI, დრონები, ბლოკჩეინი, ვირტუალური რეალობა - ტექნოლოგიების სია დიდია და მათი შერჩევისას მნიშვნელოვანია კონკრეტული ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინება თუ დარგის ზოგადი, მუდმივად განახლებადი კომპეტენცია.

ჩვენი სამუშაო პრინციპი ასეთია: ადამიანი - რა სჭირდება მას, პროცესი - როგორ უნდა გააკეთოს ის რაც გასაკეთებელია და ტექნოლოგიები - ოპტიმალური გადაწყვეტა პრაქტიკული შედეგისთვის. ციფრული მშენებლობის პროცესების დანერგვას ბიზნესისა და მომხმარებლისთვის შემდეგი უპირატესობები მოაქვს:

შეიყვანეთ თქვენი სურათი alt აქ

ყველაფერი დათვლადია

სწორი ტექნოლოგიების გამოყენებით, ყველა მონაცემი ადვილად ხელმისაწვდომი და ხილულია. შესაბამისად, მათი გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღებისას აუმჯობესებს ზოგად ხარისხსა და გრძელვადიან შედეგებს. ჩვენი გუნდის გამოცდილებით, მონაცემების მსგავსი ანალიზი განსაკუთრებით გვეხმარება მიმდინარე ცვლილებებისთვის საჭირო დროისა და რესურსის სწორად შეფასებაში.


ოპერაციები გამართულია

გამოცდილმა ბიზნესებმა კარგად იციან, რომ მომხმარებლის მოთხოვნილებების ნათლად აღქმა ერთია, ხოლო, შიდა პროცესების ისე გამართვა, რომ საბოლოო პროდუქტმა ამ მოთხოვნილებებს უპასუხოს - მეორე, შეუძლებელი ამოცანაც კი. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ოპერაციების გამჭვირვალე, ციფრული მართვა გვეხმარება, მომხმარებელი უშუალოდ ჩავრთოთ პროექტის ყველა თითოეულ ფაზაში და გავაუმჯობესოთ მისი ზოგადი კმაყოფილება.


ახალი ადამიანები 

ტექნოლოგიური ინოვაციების დროული დანერგვით, სამშენებლო კომპანიებს უადვილდებათ ახალი თაობის დაინტერესება და ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა. 


თუ გაინტერესებს სამშენებლო ინდუსტრიის ციფრული განვითარების შესაძლებლობები, დაგვიკავშირდი.