სასტუმროები
სტუმარ-მასპინძლობა უძველეს ტრადიციასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების უმთავრესი ინდუსტრიაცაა. მსოფლიო მასშტაბის კონკურენციის პირობებში ტურისტების რეკორდული ზრდა გულისხმობს, რომ თანამედროვე გამოწვევებს ფეხი უნდა ავუწყოთ. ამისთვის კი, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, თითოეულ სტუმარს უფრო სასიამოვნო და მაღალი ხარისხის გამოცდილება შევთავაზოთ.
რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს თანამედროვე სტუმართ-მასპინძლობის სექტორმა?
სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებები
მომხმარებლები სასტუმროებზე სწრაფად ითვისებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს - ციფრული დაჯავშნა, გადახდის ახალი გზები, და ა.შ.. ეს ტენდენცია ყველაზე მეტად ტრადიციულ სასტუმროებს აზარალებს და ხელს უწყობს მათ იზოლაციას თანამედროვე მომხმარებლებისა და დამატებითი შემოსავლებისაგან.
გაზრდილი მოლოდინები
რადგან მოგზაურობა გლობალური ფენომენია, მომხმარებლების მოლოდინებიც მსოფლიოს ყველა ნაწილში მეტ-ნაკლებად თანაბრად იზრდება. სტუმრების დიდი ნაწილისთვის, სასტუმროების ზოგად კომფორტსა და პირად მოთხოვნილებებზე მორგებული გამოცდილება ციფრული პროცესებით განპირობებულ სიმარტივესაც უნდა გულისხმობდეს.
კადრების ნაკლებობა
პროფესიონალების მოძიება და შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება, რაც უდავოდ აისახება სერვისის ხარისხსა და ოპერაციულ ეფექტურობაზე..