მშენებლობა
ადამიანები, პროცესები და ტექნოლოგიები სამშენებლო ინდუსტრიაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ყველა სხვა მაღალტექნოლოგიურ სფეროში. თუმცა, რადგან საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული სამშენებლო სფეროს წინსვლაზე, მზარდ მოთხოვნასთან ერთად, გამოწვევების რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც სამშენებლო, ისე მომიჯნავე ინდუსტრიების ყოველდღიურობაში, IT სერვისებისა და ციფრული ტექნოლოგიების სწორი გამოყენება განსაზღვრავს და აუმჯობესებს მშენებლობის ხარისხსა და საზოგადოების კეთილდღეობას.
IT- სთან დაკავშირებული ბარიერების გადალახვით, სფეროს პროფესიონალების უდიდესი პოტენციალი თავისუფლდება - რაც განაპირობებს ახალ პასუხებსა და მეტ კომპეტენციას თანამედროვე გამოწვევების გადასალახად.
რას ვგულისხმობთ თანამედროვე გამოწვევებში?
დროის ცვლილებასთან ერთად, სფეროს გამოწვევები, ცხადია, მეტად მრავალფეროვანია. მაგალითად. ბოლო ათწლეულებია, რაც ენერგოეფექტურობა ბიზნესში ჩართული ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. რადგან სამშენებლო ინდუსტრია სათბურის აირების 30%-ს ქმნის და გლობალურ დათბობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, საერთაშორისო ბაზარსა და მომხმარებლებში აქტუალური ხდება ეკომეგობრული, ენერგოეფექტური და „ჭკვიანი მშენებლობის” პრინციპების მქონე ბიზნესები. ამ გამოცდილებების გაზიარებისა და დანერგვისათვის კი მნიშვნელოვანია არსებული სამშენებლო რესურსების ეფექტური მართვა, ნარჩენების შემცირება, კონტროლი და ფასების შესაბამისი ოპტიმიზაცია, რაც დაკავშირებულია ციფრული დაგეგმარებისა და ტრანსფორმაციის პროცესებთან.